კალიფორნიის შტატში დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

ამერიკის კალიფორნიის შტატში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

1087522
კალიფორნიის შტატში დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

ამერიკის კალიფორნიის შტატში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.

უფლებამოსილთა განცხადებით, შტატის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძრის შედეგად მინიმუმ 9 ათას 200 ნაგებობა განადგურდა.

ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 5 ათას 600 მეხანძრე მონაწილეობს.

შტატის სამხრეთში მძვინვარე ხანძრის შედეგად განადგურებულ ნაგებობებს შორისაა შოტლანდიელი მსახიობის ჯერარდ ბატლერის, მომღერალ მაილი საირუსის, მსახიობ სკოტ ბაიოს, რეჟისორ გილერმო დელ ტოროს, კიმ კარდაშიანის, მსახიობ ალისა მილანოს და რეინ უილსონის და სხვათა სახლები.



მსგავსი ინფორმაციები