ნიტერიოს დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა

დაიღუპა 5, დაიჭრა 11 კაცი

1085466
ნიტერიოს დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა

 

ბრაზილიის დედაქალაქ რიო დე ჟანეიროს მახლობლად ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

რიო დე ჟანეიროს პროვინციის სახელმწიფო სამოქალაქო თავდაცვის პრეს წარმომადგენელმა რობერტო რობადიმ, ადგილობრივ ტელეარხთან საუბარში განაცხადა, რომ მეწყერი წარმოიქმნა ქვეყნის დედაქალაქიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე ნიტერიოს დასახლებში, ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად და მეწყერის ქვეშ დარჩა 6 სახლი, დაიღუპა 5 კაცი, ხოლო 11 კი დაშავდა.

მისივე თქმით, მეწყერის ქვეშ შეიძლება კიდევ იყვნენ დარჩენილები და ამიტომ ადგილზე მუშაობენ მრავალრიცხოვანი სამაშველო ეკიპაჟები



მსგავსი ინფორმაციები