კალიფორნია კვლავ იწვის

ტყის ხანძარმა უკვე 23 კაცი იმსხვერპლა

1085678
კალიფორნია კვლავ იწვის
abd california yangin2.jpg
abd california yangin1.jpg

 

ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის ჩრდილოეთში წარმოქმნილი ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23 კაცამდე გაიზარდა, რის შესახებაც პრესას განუცხადა ბუტორის რეგიონის შერიფმა კორი ჰონეამ.

ფლორიდის პროვინციაში ერთ ერთი ყველაზე დიდი დესტრუქციული ძალის მქონე ხანძარი ხუთშაბათს, სიერა-ნევადას მთაზე დაიწყო და მოკლე დროში ქარის დახმარებით  404 კილომეტრიან ფართობზე გავრცელდა.

ამ ხანძრის შედეგად პარადისეს და მის მიმდებარე დასახლებებში 7 ათასამდე შენობა დაიწვა. ეს ხანძარი ლოს ანჟელესის დასავლეთში მდებარე ქალაქ მალიბუს მახლობელ დასახლებებსაც მოედო, რის გამოც უსაფრთხო ადგილებში ევაკუირებულ იქნა 300,000 ადამიანი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბუტტეს, ვენტურას და ლოს-ანჯელესის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო ადგილებისათვის ფედერალური დახმარების გაწევის მიზნით, მათში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა



მსგავსი ინფორმაციები