განაში ოქროს საბადო ჩამოინგრა

არიან დაღუპულები

1083530
განაში ოქროს საბადო ჩამოინგრა

დასავლეთი აფრიკის ქვეყნებიდან განაში, ასჰანტის რეგიონში ოქროს საბადოში მომხდარი ჩამონგრევის შედეგად წინასწარი მონაცემებით 6 ადამიანი დაიღუპა. ეროვნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ქალაქ, ატვიმა მპონუაში არალეგალურად წარმოებულ ოქროს საბადოში მიწის მასა  ჩამოიშალა, რის შედეგადაც   6 ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. რეგიონში სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ოფიციალური პირების განცხადებით არალეგალური ოქროს წარმოებაში ბრალდებული ოთხი პირი უკვე დააკავეს.


საკვანძო სიტყვები: #განა , #ოქროს საბადო , #ჩამონგრევა

მსგავსი ინფორმაციები