დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ახალ კალედონიაზე
დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ახალ კალედონიაზე
1081124
ახალ კალედონიაზე საფრანგეთიდან დამოუკიდებლობის რეფერენდუმი მიმდინარეობს. წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულ, ახალ კალედონიაზე დაახლეობით 174 ათასი ამომრჩეველი საფრანგეთისგან გამოყოფის შესახებ მიმდინარე რეფერენდუმში იღებს მონაწილეობს. წინასწარი კვლევების მიხედვით კუნძულზე მოსახლეობის უმეტესობა, საფრანგეთიდან დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება ამიტომ რეფერენდუმის შედეგებსაც იმავეს ელიან. რეფერენდუმის შედეგები სავარაუდოდ მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა დამოუკიდებლობას დაუჭერს მხარს, მაშინ ახალი კალედონია მესამე ფრანგული ტერიტორია იქნება, რომელიც მას გამოეყოფა. საფრანგეთს ადრე რეფერენდუმის შედეგად ჯიბუტი 1977 წელს, ხოლო ვანუატუ 1980 წელს გამოეყო.