პოროშენკომ მერკელი მიიღო

“უკრაინა ასრულებს მინსკის შეთანხმებას“

1080289
პოროშენკომ მერკელი მიიღო

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიღო. 

პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა მინსკის შეთანხმებების უპირობო შესრულება არის.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა, მართალია რთულ პირობებში, მაგრამ, მაინც  ასრულებს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებულ ,ვალდებულებებს და ამ საკითხში გერმანია უკრაინის მხარეზე დგას", აღნიშნა კანცლერმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ სამწუხაროდ, უკრაინაში სტაბილური ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდა, ამიტომაც უნდა გაზარდონ ძალისხმევა რეგიონის დეესკალაციის საკითხში.

იგი შეეხო უკრაინის კრიზისის გამო რუსეთის მიმართ ევროკავშირის მხრიდან დაწესებულ სანქციებს და მანამდის გააგრძელებენ ამ სანქციებს, სანამ რუსეთი მინსკის ვალდებულებებს არ შეასრულებს.

უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ მადლობა გადაუხადა გერმანიას მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციების ერთადერთი მიზანია, მან სრული პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და დაიწყოს თავისი ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან.

ნორმანდიის კვარტეტი, რომელიც შედგება რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინისგან, 2014 წლის სექტემბერში ხელი მოაწერეს მინსკის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს დონბასში, უკრაინისა და რუსეთის მხარდამჭერებს შორის დაწყებული კონფლიქტის შემსუბუქების მიზნით გარკვეული ზომების მიღებას



მსგავსი ინფორმაციები