მაკრონს დღევანდელი ევროპის ბედი აშინებს

“ევროპა დღეს დაშლისა და სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის პირისპირ დგას"

1080101
მაკრონს დღევანდელი ევროპის ბედი აშინებს

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პირველი მსოფლიო ომის დასრულების მე-100 წლისთავთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა ქვეყნის ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთ Ouest France-ს და თქვა, რომ დღევანდელი ევროპა  ფრაგმენტაციისა და სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის პირისპირ დგას.

"დღეს, ჩვენ რასაც ვცხოვრობთ, ძალიან ჰგავს ორ მსოფლიო ომს შორის მომხდარებს. საყოველთაო შიში, ეროვნული კარჩაკეტილობა, რასიზმისა და ქსენოფობიის გაზრდა სუფევს ეკონომიკური კრიზისით გახლეჩილი დღევანდელ ევროპაში, რომლის ეს მდგომარეობა  პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროიდან დაწყებული, 1929 წლის ეკონომიკური კრიზისით დამთავრებული ევროპის  პერიოდს ძალიან მიაგავს და ამ ყველაფერს დღეს ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. ასე რომ დღევანდელი ევროპა  დაშლისა და სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის პირისპირ დგას", განაცხადა მაკრონმა და დაამატა, რომ სწორედ ამჟამად ამერიკას მართებს  ევროპის დაცვა, რადგან ჩინეთის გავლენა დღითიდღე იზრდება, ხოლო რუსეთი კი სხვადასხვა მანიპულაციებით ევროპაში ჩარევას აპირებს.

როგორც ცნობილია ამჟამად ევროპაში პირველი მსოფლიოს ომის დასრულების მე-100 წლისთავს აღნიშნავენ და მის ფარგლებში 4 ნოემბერს სტრასბურგში ე.წ. "ასი წლის ტური" დაიწყება, რომელშიც მაკრონთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბობაკარ კეიტა და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი



მსგავსი ინფორმაციები