რუსეთმა უკრაინას სანქციები დაუწესა

აღნიშნულ განკარგულებას პრემიერმინისტრ, დიმიტრი მედვედევმა ხელი უკვე მოაწერა

1079746
რუსეთმა უკრაინას სანქციები დაუწესა

რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მათ,  უკრაინის 68 კომპანიას და  322 ფიზიკურ  პირს სანქციები დაუწესეს. აღნიშნულ განკარგულებას პრემიერმინისტრ, დიმიტრი მედვედევმა ხელი უკვე მოაწერა. მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში თუ კიევის მთავრობა, რუსების მიმართ დაწესებულ სანქციებს მოხსნის, მაშინ მათაც გააუქმებენ. კრემლის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვმა  აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მხრიდან  რუსეთის მიმართ „არამეგობრული“ განწყობის გამო მიიღო.  უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განკარგულება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ  პუტინმა ორი კვირის წინ  გამოსცა. კიევ-მოსკოვს შორის ურთიერთობა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები