ევროკავშირის მოწოდება რუსეთს

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს სეპარატისტებს ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა შეუწყვიტოს

1078860
ევროკავშირის მოწოდება რუსეთს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა 8 ქვეყანამ, რუსეთს მოუწოდა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონში 11 ნოემბერს დაგეგმილი „არაკანონიერ და ეგრე წოდებულ არჩევნებზე“ გავლენა გამოიყენოს და შეაჩეროს და სეპარატისტებს ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა შეუწყვიტოს.  

ინგლისმა, საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, პოლონეთმა, შვედეთმა, იტალიამ, ბელგიამ და გერმანიამ, გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოზე უკრაინაში განვითარებული მოვლენებზე სასაუბროდ შეხვედრამდე ერთობლივი განაცხადება გააკეთეს.

რვავე ქვეყანამ განცხადებაში, უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონში სეპარატისტების მიერ 11 ნოემბერს „არაკანონიერი და ეგრეთ წოდებული არჩევნების“ ჩატარება დაგმეს.  

ქვეყნებმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს დონბასის „არაკანონიერი“ არჩევნების წინააღმდეგ გაერთიანდნენ, რუსეთს კი მოუხმეს „არაკანონიერ და ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე“ გავლენა გამოიყენოს და შეაჩეროს და სეპარატისტებს ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა შეუწყვიტოს.  

რუსეთის მიერ 2014 წელში ყირიმის ოკუპაციას და უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონში სეპარატისტების მიერ გამოცხადებულ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას თურქეთი არ აღიარებს და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.


საკვანძო სიტყვები: #ევროკავშირი , #რუსეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები