სინაგოგაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

თავდამსხმელი 46 წლის ამერიკელი მოქალაქე რობერტ ბოერსი აღმოჩნდა

1077042
სინაგოგაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

 

ამერიკის პენსილვანიის შტატის ქალაქ პიცბურგში ერთ-ერთ  სინაგოგაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11 კაცამდე გაიზარდა, ხოლო დაიჭრა 6, რომელთა შორის 4 პოლიციელია.

ხელისუფლების განცხადებით, თავდამსხმელი 46 წლის ამერიკელი მოქალაქე რობერტ ბოერსი აღმოჩნდა და იგი დააკავეს რა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამერიკული მედია იუწყება, რომ თავდამსხმელი ადრე ნასამართლევი არ ყოფილა და თავდასხმის დროს ყვიროდა, "ყველა ებრაელი უნდა მოკვდეს".

ინდიანაპოლისში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად დაგმო ეს თავდასხმა და სიკვდილით დასჯა მოითხოვა რა,  ამასთან ამ თავდასხმას "ბოროტი, დაუჯერებელი და აქამდე არნახული ანტისემიტიზმი" უწოდა.

მიღებული ცნობებითვე, ამ თავდასხმის შემდეგ ნიუ-იორკის სინაგოგებში უსაფრთხოების ძალები განლაგდნენ.



მსგავსი ინფორმაციები