ინგლისურ კლუბ ლეიჩესტერ სიტის პატრონის ვერტმფრენი ჩამოვარდა
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, კლუბის მეპატრონე იმყოფებოდა თუ არა ამ ვერტმფრენში
1077056
BBC იტყობინება, რომ ინგლისის ცნობილი საფეხბურთო კლუბ ლეიჩესტერ სიტის მეპატრონისა და 60 წლის ტაილანდელი ბიზნესმენის, ვიჩაი სრივადჰანაპრაბჰას კუთვნილი კერძო ვერტმფრენი, აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ, ხსენებული კლუბის სტადიონის მახლობლად ჩამოვარდა.
ამავე ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, კლუბის მეპატრონე იმყოფებოდა თუ არა ამ ვერტმფრენში.
თვითმხილველებმა სოციალური მედიის საშუალებებით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც დასრულდა ლეიჩესტერ სიტისა და ვესტ ჰემ იუნაიტედის მატჩი, მას შემდეგ სტადიონზე დაეშვა კლუბის პატრონის კუთვნილი კერძო ვერტმფრენი, რომელმაც მგზავრები აიყვანა და აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ იგი სტადიონის გვერდზე მდებარე ავტოპარკში ჩამოვარდა