ადიდებულმა წყალმა ექსკურსანტების ავტობუსი გაიტაცა

დაიღუპა 10 მოსწავლე

1075880
ადიდებულმა წყალმა ექსკურსანტების ავტობუსი გაიტაცა

 

იორდანიის დასავლეთში მდებარე მკვდარი ზღვის რეგიონში, ტურისტული ავტობუსი, რომელსაც ძირითადად ექსკურსანტი მოსწავლეები გადაჰყავდა, ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით 10 ადამიანი დაიღუპა.

იორდანიის სამოქალაქო თავდაცვის მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადებით, ავტობუსში სულ 44 მგზავრი იმყოფებოდა და მათგან 37 მოსწავლე იყო რა, 10 მათგანი დაიღუპა, 22 გადაარჩინეს, ხოლო 12 დაკარგულად არის გამოცხადებული და მათ საძიებო სამუშაოებში ჩართულნი არიან მრავალრიცხოვანი სამაშველო ეკიპაჟები, რომელთაც არმიის ვერტმფრენებიც ეხმარებიან



მსგავსი ინფორმაციები