ინდოეთში ღორის გრიპია გავრცელებული

წელს ამ დაავადებისგან 542 ადამიანი დაიღუპა

1074743
ინდოეთში ღორის გრიპია გავრცელებული

 

მიმდინარე  წელს ინდოეთში, ღორის გრიპისგან 542 ადამიანი დაიღუპა.

ინდური საინფორმაციო სააგენტო "Times of India", ერთ მაღალჩინოსან ინდოელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორშაბათის ჩათვლით, H1N1 ვირუსისგან, რომელიც  ღორის გრიპის სახელითაცაა ცნობილი, მთლიანობაში 542 კაცი დაიღუპა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 6803 კაცს მიაღწია.

ამავე ინფორმაციით ეს დაავადება ყველაზე მეტად მაჰარასტრას, რაჯისტანის და გუჯერათის პროვინციებშია გავრცელებული



მსგავსი ინფორმაციები