აშშ-ს სახაზინო მინისტრი რიადში ჩავიდა

ის და პომპეო გაშოხის მკვლელობის შემდეგ ეწვივნენ რიადს

1073867
აშშ-ს სახაზინო მინისტრი რიადში ჩავიდა

 

საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტო SPA იუწყება, რომ რიადში ვიზიტით ჩამოსული აშშ-ს სახაზინო მინისტრი სტივენ მუნჩინი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სელმანმა მიიღო და საუბრის დროს ორ ქვეყანას შორის 2030 წლამდის სტრატეგიული პარტნიორობის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

გარდა ამისა მათვე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები, ტერორიზმის დაფინანსების წყაროების გაშრობის და ანტიკორუფციული საკითხებიც განიხილეს.

მუნჩინმა და არაბმა პრინცმა ისაუბრეს თუ არა ჯამალ გაშოხის მკვლელობის შესახებ, ამასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აშშ-ს სახაზინო მინისტრი, ამ ქვეყნის  სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შემდეგ მეორე მაღალჩინოსანი გახდა, რომელიც საუდის არაბეთს ჯამალ გაშოხის მკვლელობის შემდეგ ეწვია



მსგავსი ინფორმაციები