2 ტერაქტი სომალიში
დაიღუპა 15 კაცი
1068234
სომალის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბაიდაბოში ზედიზედ განხორციელებულ 2 ტერაქტს, პირველადი ცნობებით 15 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაიჭრა.
პირველი ტერაქტი ბომბით დატვირთული ავტომანქანით, ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო ბილანზე განხორციელდა, მეორე კი ელ-ბედრის რესტორანზე.
ამ ორივე ტერაქტზე პასუხისმგებლობა სომალიში აქტიურად მოქმედმა ტერ ორგანიზაცია ეშ-შაბამა აიღო, რომელიც ხშირად ახორციელებს ასეთ თავდასხმებს სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებებზე, უსაფრთხოების ძალებზე, სასტუმროებზე და კვების ობიექტებზე