ჩერნიგოვში სამხედრო არსენალი აფეთქდა

ევაკუირებულია 10 ათასი ადამიანი

1065047
ჩერნიგოვში სამხედრო არსენალი აფეთქდა

 

უკრაინაში, ჩერნიგოვის რეგიონის ქალაქ იჩნიაში, აფეთქება მოხდა.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა, სოციალური მედიის ანგარიშიდან განცხადება გაავრცელა დედაქალაქ კიევიდან 170 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ იჩინაში მომხდარი აფეთქების შესახებ.

ამ განცხადებით, პირველი აფეთქება მე -6 საბრძოლო მასალის არსენალში  შუაღამისას, 03:30 საათზე მოხდა, აფეთქებები გრძელდება და მისი კონტროლზე აყვანის მიზნით იჩინას მიავლინეს სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟების დამატებითი ჯგუფები.

პირველადი ინფორმაციებით აფეთქებას რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია და ხელისუფლებამ დაახლოებით 10 ათასი ადამიანის უსაფრთხო ადგილებში ევაკუაცია მოახდინა.

აფეთქების მიზეზების შესახებ ჯერ ჯერობით რაიმე ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.

ბოლო ინფორმაციით, რეგიონს გაემგზავრა ქვეყნის პრემიერმინისტრი ვლადიმერ გროისმანი



მსგავსი ინფორმაციები