ნავთობით დატვირთული ტანკერი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა

ნავთობით დატვირთული ტანკერი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა

1063862
ნავთობით დატვირთული ტანკერი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნავთობით დატვირთული ტანკერის და სატვირთო ავტომობილის შეჯახებისას მომხდარი  აფეთქების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ, კინშასადან ქალაქ, მატადის მიმართულებით მიმავალი ნავთობით დატვირთული ტანკერი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შემდეგაც ავტომობილების მძღოლებს  შორის კამათი მოხდა და სწორედ ამ დროს აფეთქდა ტანკერი, რის შედეგადაც სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.  დაშავებულები რეგიონის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი, რომელთაგან ნაწილის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ოფიციალური პირები დაღუპულთა რიცხვის გაზრდას ვარაუდობენ.



მსგავსი ინფორმაციები