ისრაელის ჯარისკაცები სისხლისღვრას აგრძელებენ

გუშინ კიდევ 3 ღაზელი მოკლეს

1063456
ისრაელის ჯარისკაცები სისხლისღვრას აგრძელებენ

 

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ღაზაში, აშრაფ ალ-კუდრას განცხადებით, ისრაელის ჯარისკაცებმა გუშინ, მშვიდობიანი ღაზელი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზებთან ერთად, ნამდვილი და პლასტიკური ტყვიები გამოიყენეს, რის შედეგადაც 3 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი, ხოლო ათეული  დაჭრილიდან შვიდის მდგომარეობა ჯერ კიდევ კრიტიკულია.

მისივე თქმით, ისრაელის ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს როგორც სასწრაფო დახმარების ავტომანქანებს, ასევე სამედიცინო დახმარების კარვებსაც.

ღაზელი პალესტინელების მშვიდობიანი დემონსტრაციები 30 მარტის აქეთ გრძელდება და მთლიანობაში 190 კაცი დაიღუპა, მათ შორის 34 ბავშვი და ორი ჟურნალისტი



მსგავსი ინფორმაციები