ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ბოლო მონაცემებით 1558 ადამიანი დაიღუპა

1062754
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

 

ინდონეზიის ეროვნული კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ კვირას, ამ ქვეყნის კუთვნილ კუნძულ სულავესზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა და მის კვალდაკვალ წარმოქმნილი ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1558 კაცს მიაღწია.

აშშ-ს გეოლოგიური კვლევის (USGS) მონაცემებით, ამ მიწისძვრის სიძლიერე, რიხტერის შკალით 7.5 მაგნიტუდას, ხოლო ადგილობრივი წყაროების ცნობით 7.4 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრის კვალდაკვალ, დონგალას და პალუს სანაპიროებს ცუნამი დაატყდა თავს და ტალღების სიმაღლე 6 მეტრამდის აღწევდა.

ინდონეზიის ლაბლოკის კუნძულზე ივლისსა და აგვისტოს ბოლოს მომხდარ სამ ძლიერ მიწისძვრას 563 ადამიანი ემსხვერპლა.

2004 წლის 26 დეკემბერს ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა და მის შემდეგ წარმოქმნილი ცუნამის შედეგად საერთო ჯამში 230 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები