ვლადიმერ პუტინი თურქეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

ვლადიმერ პუტინი თურქეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

1062344
ვლადიმერ პუტინი თურქეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიის იდლიბის რეგიონთან დაკვშირებით, სოჭში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში თურქეთთან კოორდინირებულად მუშაობენ. მან ამის შესახებ, სანქტ-პეტერბურგში ერმიტაჟის მუზეუმში ავსტრიის პრემიერმინისტრ, სებასტიან კურზთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისივე თქმით,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს  2254-ე  რეზოლუციით და ასტანის პროცესში მიღწეული შეთანხმებებით სირიაში, კრიზისის  პოლიტიკური გზით მოგვარებას უფრო დააჩქარებს. პუტინმა პრესკონფერენციის დროს იდლიბის რეგიონში თურქეთთან ერთად გადადგმული ნაბიჯებიც შეაფასა და დაამატა: „ამ თვალსაზრისით სამუშაოები სწორი ტემპით  გრძელდება. მე მჯერა, რომ  დასახულ მიზანს მივაღწევთ. იდლიბში ფართომასშტაბიანი შეიარაღებული ქმედებები აღარ უნდა მოხდეს. ვინაიდან ბრძოლისთვის, ბრძოლა არ არის საჭირო, არამდე გარკვეული მიზანი უნდა გქონდეს. ამ მიზნების მისაღწევად ჩვენსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმება სწორი გზაა. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად 17 სექტემბერს სოჭში გაფორმებული შეთანხმებით იდლიბის დემილიტარიზებულ  ზონად გამოცხადება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ. ამ შეთანხმების მიხედვით ჩვენი და თურქი სამართალდამცველები რეგიონის მშვიდობისათვის ერთობლივად მუშაობენ. ამ თვალსაზრისით ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ორივე მხარეს მასზე დაკისრებული ვალდებულებები აქვს, რომელიც აუცილებლად უდნა შესრულდეს.“



მსგავსი ინფორმაციები