შვედეთის პარლამენტში პირველი მუსლიმი დეპუტატი აირჩიეს
იგი სომალელი წარმოშობის ქალია
1060700
ლტოლვილების საწინააღმდეგო პოლიტიკა ამ ბოლო ხანებში შვედეთშიც გაიზარდა და აი ამ დროს, სომალელი წარმოშობის ლეილა ალი ელმი, ამ ქვეყანაში მწვანეთა პარტიიდან დეპუტატად აირჩიეს რა, ამით იგი შვედეთის პარლამენტში, რიქსდაგში, პირველი მუსლიმი, თანაც თავსაბურიანი პარლამენტარი გახდა.
ლეილა ელმი მწვანეთა პარტიულ სიაში რიგით 21-ე კანდიდატი იყო ქალაქ გეტებორგიდან და არავინ მოელოდა მის გამარჯვებას.
ამ პარტიას ახლანდელ პარლამენტში 25 სავარძელი ექნება.
9 სექტემბერს ჩატარებულ არჩევნებში მიგრანტების საწინააღმდეგო პოლიტიკით ცნობილმა შვეციის დემოკრატიულმა პარტიამ 17,6%-ი ხმა მიიღო, რასაც ასევე არავინ არ მოელოდა