პერვანში ვერტმფრენი ჩამოვარდა

ბორტზე მყოფების ბედი უცნობია

1059474
პერვანში ვერტმფრენი ჩამოვარდა

 

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის მახლობლად, კონკრეტულად კი პერვანის პროვინციაში, ავღანეთის სპეცრაზმელებით სავსე ვერტმფრენი ჩამოვარდა.

პერვანის გუბერნიის პრეს წარმომადგენლის განცხადებით, სპეცრაზმელებით სავსე ვერტმფრენი, ამ ოლქში შემავალი ქოჰ საფის რაიონის სოფელ მანდი ქულში ჩამოვარდა და მის ბორტზე მყოფი 8 სპეცრაზმელის ბედი ჯერ ჯერობით უცნობია.

მისივე ვარაუდით, ვერტმფრენი შეიძლება ტექნიკური გაუმართაობის შედეგად ჩამოვარდა. თალიბანების განცხადებით კი, ეს ვერტმფრენი მათმა ბოევიკებმა ჩამოაგდეს.

დაახლოებით 2 კვირის წინ სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა ასევე ფარაჰისს პროვინციის დასავლეთში.



მსგავსი ინფორმაციები