ლავროვი: „პალესტინის პრობლემა არ უნდა იქნეს დავიწყებული“

ლავროვი: „პალესტინის პრობლემა არ უნდა იქნეს დავიწყებული“

1059140
ლავროვი: „პალესტინის პრობლემა არ უნდა იქნეს დავიწყებული“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია და ამ თვალსაზრისით, პალესტინის პრობლემა არ უნდა იქნეს დავიწყებული. ლავროვმა,  გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელ-პალესტინის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. „პალესტინის პრობლემა არ უნდა დაგვავიწყდეს. ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია. ჩვენ, საკითხებზე  ცალმხრივი მიდგომის  და სამშვიდობო პროცესის მონოპოლიზების მცდელობების გამო კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ. გაეროს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით მიმდინარე მოლაპარაკებებში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობაც აუცილებელია,“ განაცხადა ლავროვმა. რუსმა მინისტრმა აშშ-ს მხრიდან, ირანთან ბირთვულ საკითხზე მიღწეული შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოსვლაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთი აღნიშნული შეთანხმების შენარჩუნებას უჭერს მხარს და მის სამომავლოდ შესანარჩუნებლადაც  ყველაფერს გააკეთებს.



მსგავსი ინფორმაციები