ტრამპი თურქეთს მადლობას უხდის

ტრამპი თურქეთს მადლობას უხდის

1057898
ტრამპი თურქეთს მადლობას უხდის

აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპმა იდლიბის საკითხთან დაკავშირებით თურქეთს, გაწეული ძალისხმევისათვის მადლობა გადაუხადა. გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე მონაწილეობის მიზნით, ნიუ-იორკში მყოფმა ტრამპმა პრესკონფერენცია გამართა. მან პრესკონფერენციის დროს  სირიაში მიმდინარე მოვლენები,  იდლიბში მოსალოდნელი თავდასხმა და მასიური მკვლელობების თავიდან აცილებასაც შეეხო რა,  აღნიშნა რომ ამით ძალიან კმაყოფილია. „იდლიბზე თავდასხმა რომ განხორციელებულიყო, მილიონობით ადამიანი დაიღუპებოდა და ეს მართლაც და სამარცხვინო მოვლენა იქნებოდა. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ თურქეთს ამ საკითხში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. 17 სექტემბერს სოჭში თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების გამო ორივე ქვეყანას მადლობას ვუხდი. ამან მორიგი ჰუმანიტარული კრიზისი აგვაცილა,“ განაცხადა ტრამპმა.



მსგავსი ინფორმაციები