ევროკავშირი თურქეთს და რუსეთს მადლობას უხდის

ევროკავშირი თურქეთს და რუსეთს მადლობას უხდის

1057530
ევროკავშირი თურქეთს და რუსეთს  მადლობას უხდის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ სირიის, იდლიბის რეგიონთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების გამო, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ რეგიონში ახალი ჰუმანიტარული კრიზისი იქნა აღკვეთილი,  თურქეთს და რუსეთს მადლობა გადაუხადა.

 ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 73-ე შეხვედრაზე  „ევროკავშირის მასპინძლობით სირიის კრიზისი“ სახელწოდების სხდომაზე  სიტყვით გამოსულმა მოგერინიმ აღნიშნა, რომ სირიაში ომი ჯერ არ დასრულებულა და ამ ომის გამარჯვებული ვერავინ იქნება.  მისივე თქმით ამ ომში ყველაზე მეტად სირიის მოსახლეობა დაზარალდა რა, კრიზისის მოგვარების ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკებებია. „თურქეთ-რუსეთს შორის იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულმა შეთანხმებამ, რეგიონში ახალი ჰუმანიტარული კრიზისი აღკვეთა. ამიტომ,  ამ ყველაფერში წვლილის შემტან თურქეთ და რუსეთს მადლობა მინდა გადავუხადო,“ განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.



მსგავსი ინფორმაციები