ტრამპი ესპანეთს საჰარის უდაბნოში კედლის აშენებას სთავაზობს

ტრამპი ესპანეთს საჰარის უდაბნოში კედლის აშენებას სთავაზობს

1053607
ტრამპი ესპანეთს საჰარის უდაბნოში  კედლის აშენებას სთავაზობს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი,  ესპანეთს ხმელთაშუა ზღვიდან მიგრანტების შეჩერების მიზნით,  საჰარის უდაბნოში  კედლის აშენებას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ,  ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელი ესპანეთის მეფე, ფილიპეს და დედოფალ,  ლეტიციას მიმდინარე წლის ივნისის თვეში თეთრ სახლში ვიზიტის დროს ახლდა.  ესპანელმა დიპლომატმა ტრამპს შეახსენა, რომ საჰარის უდაბნოში ასაშენებელი კედელი აშშ-მექსიკის საზღვარზე უფრო გრძელია და მისი სიგრძე 5000  კილომეტრია. აშშ-მექსიკის საზღვარი კი 3200 კილომეტრი გახლავთ. დონალდ ტრამპის 2016 წელს წინა საარჩევნოდ ერთ-ერთი მთავარი დაპირება,  ამერიკა–მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება იყო.  შეგახსენებთ, რომ მაროკოში არალეგალურად მცხოვრები აფრიკელები ევროპის ქვეყნებში შესაღწევად საჰარის უდაბნოს იყენებენ.



მსგავსი ინფორმაციები