ბრიუსელს ახლო აღმოსავლეთში ახალი წარმომადგენელი ჰყავს

თერსტალს დიდი დიპლომატიური გამოცდილება გააჩნია

1051786
ბრიუსელს ახლო აღმოსავლეთში ახალი წარმომადგენელი ჰყავს

 

ევროკავშირმა, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის სპეციალურ წარმომადგენლად  სუზანა თერსტალი დანიშნა.


ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ჰოლანდიელი წარმომადგენელი ხელს შეუწყობს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის, ორ სახელმწიფოებრიობის ფარგლებში მოგვარებისკენ მიმართულ ნაბიჯებს და ინიციატივებს რა, ამ მიზნით მას მჭიდრო კონტაქტები ექნება როგორც ისრაელ-პალესტინისა და რეგიონის ქვეყნებთან, ასევე გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც.

იგი სწავლობდა ნიდერლანდებში, აშშ-ში და იტალიაში, დიპლომატიური კარიერა 1994 წელს, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო და ჯერ ირანის, შემდეგ ანგოლას ელჩად მუშაობდა.

თერსტალი ახალ თანამდებობაზე 2020 წლის 29 თებერვლამდე იმუშავებს.



მსგავსი ინფორმაციები