აშშ-მაც მხარი დაუჭირა სოჭის შეთანხმებას

“სირიაში ძალადობის შემცირებას გულწრფელად მივესალმებით“

1051471
აშშ-მაც მხარი დაუჭირა სოჭის შეთანხმებას

 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთმა მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, შეფასება მისცა რა სოჭში პუტინ-ერდოღანის შეხვედრას და შეთანხმების მიღებას იდლიბში დემილიტარიზებული ზონის შექმნის თაობაზე, განაცხადა, რომ ვაშინგტონი კმაყოფილია ნებისმიერი სახის გულწრფელი ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია იდლიბში ძალადობის შემცირებისადმი.

“ჩვენ გამბედაობა მოგვცა რუსეთისა და თურქეთის მხრიდან, ასადის რეჟიმის და ოპოზიციის მიერ იდლიბში სამხედრო თავდასხმის პრევენციის მიზნით გადადგმულმა ნაბიჯებმა. სირიაში ძალადობის შემცირებას ჩვენ გულწრფელად მივესალმებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ძალისხმევა და მიღწეული შეთანხმება დეესკალაციის შესახებ წინ აღუდგება სისხლისღვრას და იგი მუდმივი დარჩება“, განაცხადა ამერიკელმა წარმომადგენელმა



მსგავსი ინფორმაციები