თალიბანები პოლიციელებზე თავდასხმებს აგრძელებენ
მათ მორიგ თავდასხმას 5 პოლიციელი ემსხვერპლა
1050940
თალიბანის წევრებმა ავღანეთის დასავლეთში მდებარე ბადგისის პროვინციის პოლიციის განყოფილებაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ხუთი პოლიციელი დაიღუპა.
ბადგისის პოლიციის პრეს სპიკერმა განაცხადა, რომ ტერორისტების მოულოდნელი თავდასხმის კვალდაკვალ შეტაკება წარმოიშვა და ძალოვანებმა თალიბანის წევრი 22 ტერორისტი გაანადგურეს, ათობით კი დაჭრეს.
თვით თალიბანის განცხადებით კი, ამ შეტაკების დროს მათ 5 პოლიციელი მოკლეს, 7 დაჭრეს, ხოლო 2 კი ტყვედ აიყვანეს.