“სუპერ მანგხუტი“ ჩინეთისკენ და ჰონ-კონგისკენ მიიწევს

ფილიპინებში მან 64 ადამიანი იმსხვერპლა

1050664
“სუპერ მანგხუტი“ ჩინეთისკენ და ჰონ-კონგისკენ მიიწევს

 

ფილიპინების ჩრდილოეთ სანაპიროზე ტაიფუნი “მანგხუტი“ მძვინვარებს, რასაც უკვე 64 კაცი ემსხვერპლა, 33 დაშავდა, ხოლო 45 კი დაკარგულად არის გამოცხადებული.

ფილიპინელები სიძლიერის გამო მას სუპერ ტაიფუნს ეძახიან. მან უარყოფითი ზეგავლენა მახდინა 250 ათასი კაცის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულთაგან უმრავლესობა მეწყერს ემსხვერპლა.

ყველაზე მეტად დაზარალდა ბენგუეთის რეგიონი, სადაც 38 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 37 დაკარგულად ითვლება.

ეს ტაიფუნი ამჟამად ჩინეთის სამხრეთისკენ და ჰონ-კონგისკენ მიიწევს



მსგავსი ინფორმაციები