ინგლისი ერდოღანს ეთანხმება

ინგლისი ერდოღანს ეთანხმება

1047839
ინგლისი ერდოღანს ეთანხმება

გაეროს უშიშროების საბჭო, იდლიბის საკითხის განსახილველად შეიკრიბა. შეკრებაზე სიტყვით გამოსულმა ინგლისის  მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კარენ პირსიმ განაცხადა, რომ სირიის იდლიბის რეგიონთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწოდებას სრულად უჭერენ მხარს. მან 7 სექტემბერს თეირანში გამართულ სამთა სამიტზე პრეზიდენტ ერდოღანის გამოსვლა გაიხსენა და განაცხადა: „ასადის რეჟიმის და რუსეთის მხრიდან იდლიბზე განხორციელებულ თავდასხმებს,  ან კიდევ თურქეთის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას იმის თაობაზე, რომ იდლიბში ტერორისტულ დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივად უნდა იქნას ბრძოლა წარმოებული, ამ ორ საკითხს შორის არჩევანის გაკეთება გვესაჭიროება. თურქეთს, იდლიბის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გეგმა აქვს. მაშინ როდესაც ოპოზიციონერები ტერორისტების წინააღმდეგ იბრძვიან, ასადის რეჟიმმა მათ მიმართ თავდასხმები არ უნდა განახორციელოს. უშიშროების საბჭომ ეს საკითხი უნდა განიხილოს.“  კარენ პირსიმ ასევე ერდოღანის იდლიბის საკითხთან დაკავშირებით ამერიკულ გაზეთ,  Wall Street Journal (WSJ)-ისთვის მიწერილი სტატიაც გაიხსენა და დაამატა: „ერდოღანს სრულიად ვეთანხმებით.“



მსგავსი ინფორმაციები