პარაგვაი საელჩოს იერუსალიმიდან თელ-ავივში აბრუნებს
პარაგვაი საელჩოს იერუსალიმიდან თელ-ავივში აბრუნებს
1044540
პარაგვაიმ, ისრაელში თავისი საელჩოს იერუსალიმიდან თელ-ავივში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუის კასტიგლიონიმ განაცხადა, რომ ისრაელში საელჩოს იერუსალიმიდან თელ-ავივში აბრუნებს. „პარაგვაის, ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობაში თავისი წვლილის შეტანა სურს რა, ამისათვის შესაბამის ნაბიჯებს დგამს,“ განაცხადა კასტიგლიონიმ. ისრაელის მთავრობამ კი პარაგვაიდან კონსულტაციისთვის ელჩი დაიბარა, ხოლო მოგვიანებით კი პარაგვაიში ისრაელის საელჩო დახურა. პარაგვაიმ, აშშ-სა და გვატემალას შემდეგ ისრაელის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში მიმდინარე წლის 21 მაისს გადაიტანა.
მსგავსი ინფორმაციები

კამალა ჰარის-ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
კამალა ჰარის-ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა