მორიგი ტერაქტები ავღანეთში

დაღუპულებს შორის ჟურნალისტებიც არიან

1044439
მორიგი ტერაქტები ავღანეთში

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ორი თვითმკვლელური ტერაქტი განხორციელდა რის  შედეგადაც წინასწარი მონაცემებით 26 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თანაშემწემ, ნასრათ რაჰიმიმ განაცხადა, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულში ერთ-ერთ რეგიონში სპორტულ დარბაზში, სადაც ჭიდაობის კონკურსები ტარდებოდა, შესასვლელთან აიფეთქა თავი. მეორე თვითმკვლელმა ტერორისტმა კი თავი მაშინ აიფეთქა  რა დოსაც ჟურნალისტები ადგილზე მომხდარის გასაშუქებლად მივიდნენ. მომხდარის შედეგად დაღუპულებს შორის ჟურნალისტებიც არიან რა, ასევე 91 ადამიანიც დაშავდა. დედაქალაქის დასავლეთში, შიიტი უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერ ორგანიზაცია  DEAŞ-მა აიღო საკუთარ თავზე. მეორეს მხრივ, დღეს ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, ტაჰარის პროვინციაში თალიბების მხრიდან პოლიციის განყოფილებაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად წინასწარი მონაცემებით 8 პოლიციელი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები