პაკისტანში გუშინ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა

არაოფიციალური შედეგებით ალვიმ გაიმარჯვა

1043643
პაკისტანში გუშინ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა

 

არაოფიციალური შედეგების მიხედვით, გუშინ, პაკისტანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებში, პაკისტანის მართლმსაჯულების მოძრაობის (PTI) კანდიდატი არიფ ალვი, ამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდა.

არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ ფედერალურ პარლამენტში შემავალი ორი პალატისა და კიდევ ოთხი პროვინციის პარლამენტის წევრები რა, დღეს ხმების დათვლა დაიწყო.

არაოფიციალური პირველადი შედეგების მიხედვით, ფედერალურ პარლამენტის ზედა და ქვედა პალატებში 430 ხმიდან, ალვის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 212-მა დეპუტატმა, რითაც იგი პირველ ადგილზე გავიდა

სინდჰების პარლამენტის გარდა, ალვი იმარჯვებს ასევე ოთხი პროვინციულ პარლამენტშიც.

ქვეყნის კანონებით, კანდიდატს გამარჯვებისათვის 236 პარლამენტარის ხმა ჰყოფნის და ალვის ეს ხმები ორივე პალატაში და ბელუჯისტანში უკვე მოპოვებული აქვს.

პაკისტანის ამჟამინდელ პრეზიდენტს, მემნუნ ჰუსეინის 5 წლიანი ვადა 9 სექტემბერს უთავდება



მსგავსი ინფორმაციები