გაეროს გენერალური ასამბლეა წელს კრიტიკული შეხვედრის მოწმე გახდება

ნიუ-იორკში გასამართი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა წელს კრიტიკული შეხვედრის მოწმე გახდება

1043486
გაეროს გენერალური ასამბლეა წელს კრიტიკული შეხვედრის მოწმე გახდება

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში გასამართი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა წელს კრიტიკული შეხვედრის მოწმე გახდება.

26 სექტემბერს გასამართ ირანის სხდომას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს.

ტრამპის მოდერატორობით გასამართ სხდომაზე განხილული იქნება „ირანის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევები და ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციის ქმედებები.“

Euronews-ის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი კი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 25 სექტემბერს სიტყვით გამოვა, თუმცა დიპლომატიური წყაროები აღნიშნავენ, რომ გენერალურ სესიაზე როჰანიმ სიტყვით გამოსვლა შესაძლოა 26 სექტემბერს მოითხოვოს, მაშინ, როდესაც სხდომას ტრამპი უხელმძღვანელებს.  



მსგავსი ინფორმაციები