შეიარაღებული თავდასხმა ნიგერიაში

შეიარაღებული თავდასხმა ნიგერიაში

1042564
შეიარაღებული თავდასხმა ნიგერიაში

ნიგერიის, პლატეუს პროვინციაში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად წინასწარი მონაცემებით სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 12 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში იქნენ გადაყვანილი. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. ამ დროისათვის თავდამსხმელების ვინაობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. მსგავსი შემთხვევა აღნიშნულ პროვინციაში ერთი კვირის წინაც მოხდა, რა დროსაც 8 ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები