ჰოლანდიამ პარასკევის თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

ამ თავდასხმას ტერორისტულის კვალიფიკაცია მიეცა

1041570
ჰოლანდიამ პარასკევის თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

 

ჰოლანდიის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, ამსტერდამის რკინიგზის სადგურში ორი ადამიანის დაჭრა, ტერორისტულ ქმედებას წარმოადგენდა.

ამსტერდამის მერიის წერილობითი განცხადებით, თავდამსხმელმა პარასკევს 2 კაცი განზრახ დაჭრა, იგი გერმანიაში ცხოვრობს და ამიტომ, ჰოლანდიის პროკურატურამ მისი სახლის ჩხრეკა მოითხოვა, ხოლო თვით თავდამსხმელს ორშაბათს წარუდგენენ ამსტერდამის სასამართლოს.

ამსტერდამის ცენტრალური რკინიგზის სადგურზე პარასკევს, ორი ადამიანი, მათზე დანით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა.

პოლიციამ შესძლო 19 წლის თავდამსხმელის განეიტრალება, რომელიც ავღანელია და ბინადრობის უფლება აქვს გერმანიაში.

მიღებული ცნობებით, დაჭრილი მოქალაქეები ამერიკელებს წარმოადგენენ და მათი მკურნალობა გრძელდება



მსგავსი ინფორმაციები