მაკრონის ვიზიტი ჰელსინკში გრძელდება

მან დიდი მნიშვნელობა მისცა თურქეთთან და რუსეთთან ურთიერთობებს

1040563
მაკრონის ვიზიტი ჰელსინკში გრძელდება

 

ფინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიღო ამ ქვეყნის პრეზიდენტმა საული ნინისტომ და შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც მაკრონმა თქვა, რომ თურქეთთან და რუსეთთან ინტერესები, ევროკავშირთან გრძელვადიან სტაბილურობას ემსახურება და ითვალისწინებს ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის უფრო მეტ თანამშრომლობას და აქტიურ ურთიერთობებს, ხოლო მის ფარგლებში კი შემდგომ ეტაპზე სტრატეგიულ პარტნიორობას.

მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობების განხილვისას მათ აღნიშნეს, რომ როდესაც ევროპის თავდაცვა და სტრატეგია სრულუფლებიან ავტონომიას შეიძენს, მაშინ, შესძლებენ მოსკოვთან ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოება-გაღრმავებას.

"ჩვენი სტრატეგიული ხედვა უნდა იყოს ის, რომ ჩვენს უახლოეს მეზობლებთან თავდაცვის სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს. თურქეთთან და რუსეთთან ინტერესები კი, ევროკავშირთან გრძელვადიან სტაბილურობას ემსახურება და ითვალისწინებს ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის უფრო მეტ თანამშრომლობას და აქტიურ ურთიერთობებს, ხოლო მის ფარგლებში კი მომდევნო ეტაპზე სტრატეგიულ პარტნიორობას“, განაცხადა მაკრონმა.

მისივე აზრით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობებს ახლიდან გადახედვა და აღდგენა სჭირდება, განსაკუთრებით კი კიბერ უსაფრთხოების და თავდაცვისა და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებში რა, ამ მხრივ რუსეთმა უფრო დიდი მცდელობები უნდა გამოიჩინოს



მსგავსი ინფორმაციები