სამთა სამიტის ადგილი შეიცვალა

სამთა სამიტის ადგილი შეიცვალა

1040339
სამთა სამიტის ადგილი შეიცვალა

7 სექტემბერს თურქეთის, ირანის და რუსეთის პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ჰასან როჰანის და ვლადიმერ პუტინის  მონაწილეობით გასამართი მესამე,  სამთა სამიტის ადგილი, რომელიც  ქალაქ თავრიზში უნდა გამართულიყო,  შეიცვალა და იგი,  ირანის დედაქალაქ თეირანში გაიმართება. დიდი მნიშვნელობის მქონე სამიტზე სირიის მომავალი და იდლიბში განვითარებული მოვლენები იქნება განხილული. სამი ქვეყნის მონაწილეობით გამართული სამთა სამიტი ჯერ რუსეთის ქალაქ სოჭში, შემდეგ კი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა. მეორეს მხრივ, თეირანის სამიტის შემდეგ 11-12 სექტემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაეროს, სირიის სპეციალური წარმომადგენლის სტეფან დე მისტურას თანათავჯდომარეობით „სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის სხდომა“ გაიმართება. დე მისტურამ აღნიშნულ სხდომაზე თურქეთი, რუსეთი და ირანი სპეციალურად მიიწვია.



მსგავსი ინფორმაციები