ბინალი ილდირიმი ოფიციალური ვიზიტით გუშინ საღამოს აზერბაიჯანში გაემგზავრა

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე, ბინალი ილდირიმი, ოფიციალური ვიზიტით გუშინ საღამოს აზერბაიჯანში გაემგზავრა

1039498
ბინალი ილდირიმი ოფიციალური ვიზიტით გუშინ საღამოს აზერბაიჯანში გაემგზავრა

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე, ბინალი ილდირიმი, ოფიციალური ვიზიტით გუშინ საღამოს აზერბაიჯანში გაემგზავრა.

ილდირიმმა აეროპორტში პრესის წარმომადგენლებთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 27-ე მოწვევის თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის  თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით ტრადიციისამებრ დეპუტატებთან ერთად მეგობარ და მოძმე აზერბაიჯანში ჩავიდნენ.   

„ჩვენ ორი მეგობარი და მოძმე ქვეყნები ვართ, რომლებიც დღემდე ყველა სფეროში ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონალურ საკითხებს ერთად განიხილავს, საერთაშორისო საკითხებში ერთად მოქმედებს. გვჯერა, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო განავითარებს ჩვებს ურთიერთობებს. დიდ კმაყოფილებას გამოვხატავთ აზერბაიჯანში ყოფნის გამო და გულითად მივესალმებით მთელს აზერბაიჯანელ ხალხს.“-აღნიშნა ბინალი ილდირიმმა.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარის ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყება.  

 



მსგავსი ინფორმაციები