პომპეუსი იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების საკითხები

1038751
პომპეუსი იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა

 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერის, ჰეტერ ნაუერტის მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ტელეფონით დაუკავშირდა თავის იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებს რა, ძირითადად ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღებისა და ამ გზაზე მიღწეული შეთანხმების კვალობაზე შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯების საკითხები განიხილეს.

როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პომპეუსს, ამ კვირას ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება მოსთხოვა.

"მე, სახელმწიფო მდივანს ვთხოვე, ამ კვირაში ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი ვიზიტი შეეჩერებინა. ეს იმის გამო გავაკეთე, რომ ვგრძნობ, ფხენიანს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხში ჯერ ჯერობით საკმარისი გზა არ გაუვლია", აღნიშნულია ტრამპის მხრიდან სოციალურ ქსელ   Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში



მსგავსი ინფორმაციები