შეიარაღებული თავდასხმა ვიდეო თამაშების სალონში
დაიღუპა 4, დაიჭრა 11 კაცი
1038052
აშშ-ს ფლორიდას პროვინციის ერთ ერთ გასართობ ცენტრში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალაქ ჯექსონვილის გასართობი ცენტრის ვიდეო თამაშების სალონში, სადაც შეჯიბრი მიმდინარეობდა, წუხელ, თურქეთის დროით 21:15 საათზე, ერთი შეიარაღებული კაცი შევიდა და ცეცხლი გაუხსნა სალონში მყოფებს, რის შედეგადაც 4 კაცი დაიღუპა, 11 დაშავდა.
პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი ადგილზევე ლიკვიდირებულ იქნა. ჯერ ჯერობით
უცნობია თავდასხმის მიზეზები.