ტრამპის ადვოკატმა გუშინ ჩვენება მისცა

მან აღიარა, საარჩევნო კამპანიის ფონდი სხვა მიზნებისთვისაც გამოიყენეს

1036485
ტრამპის ადვოკატმა გუშინ ჩვენება მისცა

 

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი, მაიკლ კოენი გუშინ სასამართლოში დაიბარეს და ინფორმაციები მიიღეს ტრამპის შესახებ.

ნიუ-იორკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის პრეს სპიკერმა ჯეიმს გაზზალემ განაცხადა, რომ მაიკლ კოენი სასამართლოში, მის შესახებ გუშინდელი განცხადებების კვალდაკვალ მიიწვიეს.

თვით კოენის ადვოკატმა, ლენი დევისმა წუხელ მონაწილეობა მიიღო CNN-ის პროგრამაში და თქვა: "მე მჯერა, რომ კოენმა ტრამპის შესახებ ისეთი რამეები იცის, რაც ძალზედ დააინტერესებს ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის პროვინციის მოსამართლეებს".

გუშინ კოენი ნიუ-იორკში, ჯერ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებს ჩაბარდა და შემდეგ შუადღისას, სასამართლოს წინაშე წარსდგა რა, ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალური ბიუროსთან (FBI) მორიგების და თანამშრომლობის გზა აირჩია. კოენმა თავი დამნაშავედ სცნო 8 სხვადასხვა დანაშაულში.

ადრე მას გაცხადებული ჰქონდა, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს, ქ-ნ სტორნი დანიელსის გაჩუმებისთვის კამპანიის ფონდიდან მისთვის ფული არ გადაუხდიათ, ხოლო ადგილობრივი პრესის ცნობით, გუშინდელ ჩვენებაში კი მან აღიარა, რომ სტორნის გაჩუმებისათვის 130 000 დოლარი, სწორედ კამპანიის ფონდიდან გადაუხადეს.  

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტრამპის საარჩევნო კამპანიის თანამშრომლები FBI-ის მხრიდან იკითხებიან ამ კამპანიის დროს ჩადენილი დარღვევების გამო.



მსგავსი ინფორმაციები