ჩინეთი ტაიფუნს ებრძვის

დაიღუპა 31 ადამიანი

1036618
ჩინეთი ტაიფუნს ებრძვის

 

ჩინეთის აღმოსავლეთ და ჩრდილო დასავლეთ რეგიონებში მძვინვარე რუმბიას სახელწოდების ტაიფუნს ბოლო 4 დღეში  31 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 14 დაკარგულად არის გამოცხადებული.

შანდონგის და ლიაონინგის პროვინციაში წარმოქმნილი დიდი წყალდიდობის გამო 134 ათასი ადამიანი უსაფრთხო ადგილას იქნა ევაკუირებული, ასობით ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ათასობით სახლი და მთლიანობაში 9 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა ამ ტაიფუნისგან.

მთავრობის განცხადებით, სავარაუდო მატერიალური ზარალი 700 მილიონ დოლარს აღემატება.

ჩინეთში ზაფხული ცნობილია როგორც ტიფუნების პერიოდი და წელს ეს არის უკვე რიგით მე-18 ტაიფუნი.

გასულ კვირას ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ქალაქ შანხაის თავს დაატყდა იაგის სახელწოდების ტაიფუნი, რის გამო 200 000 ადამიანი  უსაფრთხო ზონებში იქნა ევაკუირებული.



მსგავსი ინფორმაციები