ლამბოკზე დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

17 დღის განმავლობაში აქ 800-ზე მეტი ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა

1036376
ლამბოკზე დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

 

ინდონეზიის კუნძულ ლამბოკზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა და 515 კაცს მიაღწია.

ეროვნული კატასტროფების მართვის სააგენტოს (BNPB) სპიკერმა სუტოპო პურვო ნუგროჰომ განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ამ კუნძულზე, დაახლოებით 75 000 საცხოვრებელი სახლი დაზარალდა, ხოლო 431,436 ადამიანმა სახლი დატოვა.

5 აგვისტოს ლამბოკზე, რიხტერის შკალით 7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. თუმცა მანამდის, კონკრეტულად კი ორი დღის წინ, ერთმანეთის მიყოლებით ორი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიძლიერეც 6.3 და 6.9 მაგნიტუდით დაფიქსირდა.

ადგილობრივი სეისმოლოგების განცხადებით, ლამბოკზე ბოლო 17 დღის განმავლობაში 800-ზე მეტი ძლიერი ბიძგი დაფიქსირდა.

მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში საძიებო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება და შიშობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება



მსგავსი ინფორმაციები