გლობალური პერსპექტივა 34

საით მიდის აშშ?

1036247
გლობალური პერსპექტივა 34

 

გთავაზობთ  ანკარისილდირიმბეიაზეთისუნივერსიტეტისპოლიტიკურიმეცნიერებისფაკულტეტისდეკანის, პროფესორქუდრეთბულბულისშეფასებას

საით მიდის ამერიკა?

ბოლო დროს ტერორის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული პასტორის ბრანსონის გამო თურქეთ-ამერიკას შორის წარმოქმნილ კრიზისზე მოვახდინეთ ყურადღების კონცენტრირება. ამ კრიზისის თაობაზე დებატები უმთავრესად თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების პერსპექტივით მიმდინარეობს. ამას უეჭველია, რომ თავისი სამართლიანი მიზეზები აქვს. აშშ-ს მხრიდან კრიზისის ამ წერტილამდე მისვლა, რუსეთისგან S-400 რაკეტების შეძენასთან, ამერიკის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილების წინაააღმდეგ თურქეთის პოზიციასთან და ბოლოს პასტორ ბრანსონის ფაქტთან რომც დავაკავშიროთ, თურქეთის მხრიდან საკითხი ამ ფორმით არ ჩანს.  თურქეთის კუთხით საკითხია აშშ-ს მხრიდან თურქეთის მიერ ტერორგანიზაციად აღიარებული PKK/YPG-ს ხელით ტერორისტული სახელმწიფოს შექმნის მცდელობა, 15 ივლისზე პასუხისმგებელი FETÖ-ს აშშ-ში მდიდრულ სასახლეში ცხოვრება, თურქეთის მიერ გადაცემული ყველა დოკუმენტის მიუხედავად მის მიმართ რაიმეს არ მოქმედება. იმის უკეთესად გასაგებად თუ როგორ აღიქვამს თურქეთის საზოგადოება ამერიკის პოზიციას შესაძლებელია შემდეგი მაგალითის მოყვანა: უსამა ბინ ლადენის რომელიმე ქვეყანაში მასპინძლობას და იმ ქვეყნის მიერ ტერორგანიზაცია ალ ქაიდას საშუალებით აშშ-ს მექსიკის საზღვარზე ტერორისტული რეგიონის შექმნის მცდელობას როგორც აღიქვამდა ამერიკული საზოგადოება, ასევე ხვდება თურქეთის საზოგადოება ამერიკის პოზიციას.

გასაგები მიზეზების მიუხედავად, კრიზისის თურქეთ-ამერიკას შორის არსებული ურთიერთობების ასპექტში შეფასება ნაკლული შეფასებაა, რადგანაც აშშ-ს კრიზისი მხოლოდ თურქეთთან არ აქვს. ამერიკას უფრო დიდი კრიზისი ჩინეთთან, რუსეთთან, ევროკავშირთან და განსაკუთრებით გერმანიასთან აქვს. უფრო მეტიც, მას კრიზისი აქვს მექსიკასთან და კანადასთან, რასაც ამერიკის ისტორიაში არც ისე ბევრი მაგალითი აქვს, აღარაფერს ვამბობ ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან ქრონიკულ კრიზისებზე. 

ამის გამო თურქეთ-ამერიკას შორის კრიზისის მხოლოდ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კუთხით შეფასება სწორი არ არის. ამ კრიზისში ტრამპის ხელისუფლებიდან გამომდინარე მასშტაბებიც არის და ამავდროულად საჭიროა ამერიკის ხელისუფლების თითქმის მთელს მსოფლიოსთან წარმოქმნილი კრიზისის მიზეზები უფრო ღრმად ძიება. მთავარი მიზეზები შემდეგია:

ამ მიზეზებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკის მიერ გლობალიზაციიდან საკმარისი მოგების ვერ მიღება. გლობალურ კონკურენციაში ამერიკისა და მისი ფირმების უკან ჩამორჩენა. გლობალურ კონკურენციაში ყველაზე მოგებულები არა აშშ და ევროკავშირია, არამედ ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, თურქეთი და მათი მსგავსი ქვეყნები. ამ პროცესში ამერიკის ეკონომიკამ კრიზისი რამდენიმეჯერ განიცხადა, ამ ქვეყნებმა კი ეროვნული შემოსავალი რამდენიმეჯერ გაზარდეს.  

ტრამპის ხელისუფლება იმის გამო რომ მისი ქვეყანა გლობალიზაციიდან საკმარისად მოგებული ვერ დარჩა, თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის საწინააღმდეგოდ გლობალიზაციამდელ პოლიტიკას მიმართა. გაზრდილი გადასახადები, გაზრდილი საბაჟოები, საზღვარგარეთ გასული კაპიტალის და ფირმების უკან დაბრუნება, ამ პოლიტიკის გაგრძელებაა. ეს პოლიტიკა ავიწროებს მსოფლიო ვაჭრობას, სხვა ქვეყნებთან ერთად ამერიკასაც ზიანს აყენებს. ყველაზე მეტ ზიანს კი მომხმარებელი განიცდის, რადგანაც გაზრდილი გადასახადები პროდუქციის ფასს ზრდის.

მეორე მიზეზად შეიძლება დავასახელოთ ამერიკის ხელისუფლებაში რელიგიური ჯგუფების, თემების, სექტების გავლენის თანდათან გაზრდა. ისევე როგორც იერუსალიმისა და პასტორი ბრანსონის გადაწყვეტილებებში, ამერიკის ხელისუფლების  ზოგიერთი ირაციონალური გადაწყვტილების სხვაგვარად ახსნა შეუძლებელია. 

სხვა მიზეზად შეიძლება ამერიკის სამთავრობო კრიზისი დავასახელოთ. სხვადასხვა მოვლენებში პენტაგონი, თეთრი სახლი და ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზოგჯერ სხვადასხვაგვარად ფიქრობენ და მოქმედებენ. ამერიკის საზოგადოების სხვადასხვა კოალიციების რეაქციები და მოთხოვნები თეთრ სახლს საქმეს საკმაოდ ურთულებს. ტრამპის ხელისუფლების გაღიზიანების მნიშვნელოვანი მიზეზი ამ კოალიციების ასპექტში გამოთქმული ტრამპის პრეზიდენტობიდან ჩამოგდების პროცესია.

რა უნდა გაკეთდეს მაშინ თუ ამერიკა-თურქეთს შორის არსებული კრიზისი ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებს სცდება?   

უეჭველია, რომ საკითხს მთელი კაცობრიობისათვის დამაინტერესებელი მასშტაბები გააჩნია. ამერიკის მიერ გატარებული პოლიტიკის კუთხით თუ შევხედავთ ისევ დახურულ ეკონომიკაში დაბრუნება, საბაჟო კედლების ამაღლება, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას შეამცირებს. ეს კი ყველა ქვეყანასა და ყველა პიროვნებას ზიანს მიაყენებს. შესაძლოა ნაწილობრივ გავიგოთ ამერიკის მიერ განსაკუთრებით ჩინეთის წინააღმდეგ გატარებული ეს პოლიტიკა. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და თავისუფალი ვაჭრობის დამცველმა ერთობლივი პოზიცია უნდა დაიკავოს ამ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ყველას ზიანს აყენებს. ამერიკის მიერ წესების შესაბამისად არ თამაში ყველა ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მეორე მსოფლიო ომში ნაციზმის და ფაშიზმის მსგავს რადიკალურ იდეოლოგიის მიმდინარეობებსა და ახლო აღმოსავლეთში რადიკალურ რელიგიურ მიმდინარეობებს ქვეყნები და მსოფლიო საითკენ მიჰყავს ისედაც ნათელია. ამავე ფორმით ამერიკის ხელისუფლების ევანგელიზმის მსგავსი რადიკალური რელიგიური მიმდინარეობების ინტენსიური გავლენის ქვეშ მოქცევა კაცობრიობას სიკეთეს არ მოუტანს. ამერიკელი თავისუფალი, პლურალისტი და ლიბერალური ნაწილი ალბათ ხედავს საფრთხეს. ამ ნაწილის რაციონალიზმის, თავისუფლებისა და პლურალიზმისთვის ბრძოლა კაცობრიობისათვის უაღრესად ძვირფასია.

ქვეყანში დროდადრო შესაძლოა მოხდეს საზოგადოებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული კრიზისები. ასეთ ვითარებაში ქვეყნებს ამგვარი კრიზისებიდან გამოსასვლელად სჭირდებათ ლიდერი, რომლებსაც ხედვა გააჩნია. ტრამპის ხელისუფლება ამ საკითხში დიდ იმედებს არ იძლევა. კიდევ უფრო საწყენია რომ ამ საკითხში ტრამპის ხელისუფლება მარტო არ არის, ევროპის ბევრ ქვეყანას ასევე უიმედო, ხედვის არ მქონე ლიდერი მართავს.

ნუ დავკარგავთ იმედს, მაგრამ მსოფლიო გლობალური პოლიტიკა სამწუხაროდ ნათელ დღეებს არ გვპირდება.

 

წერს  ანკარისილდირიმბეიაზეთისუნივერსიტეტისპოლიტიკურიმეცნიერებისფაკულტეტისდეკანი, პროფესორქუდრეთბულბული.

 



მსგავსი ინფორმაციები