ტრამპი კიდევ ერთხელ აპირებს შეხვედრას კიმთან
“ჩვენს შორის საგანგებო ურთიერთობები დამყარდა“
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ იონგ-უნს კიდევ შეხვდება.
დონალდ ტრამპმა ერთ ერთი საინფორმაციო სააგენტოსთვის გავრცელებულ განცხადებაში ქებით მოიხსენია ჩრდილოეთ კორეელი ლიდერი და თქვა, რომ მას შეიძლება კიდევ ერთხელ შეხვდეს.
მისი თქმით, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ასევე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთანაც შეეწყვნენ და მათ შორის საგანგებო ურთიერთობები დამყარდა.
მანვე შეფასება მისცა რა მიმდინარე წლის ივნისში, სინგაპურში კიმთან ჩატარებულ პირისპირ შეხვედრას და სამიტის შემდეგ ფხენიანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა აღარ წარმოადგენს მსოფლიოსათვის ბირთვულ საფრთხეს.
მსგავსი ინფორმაციები
ისრაელის თავდასხმები ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად: დაღუპულია 38 ადამიანი
ისრაელის თავდასხმები ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად: დაღუპულია 38 ადამიანი