ტუნისის ღია წყლებში ნავი გადაბრუნდა

დაიღუპა 8 მიგრანტი

1035459
ტუნისის ღია წყლებში ნავი გადაბრუნდა

 

ტუნისის სამხრეთით მდებარე სფაქსის ღია წყლებში, მეთევზეთა ნავის გადაბრუნების შედეგად 8 არალეგალი მიგრანტი დაიღუპა.

ეროვნული გვარდიის გაერთიანების წარმომადგენელმა ჰისამ ალ-ჯიბალიმ განაცხადა, რომ სანაპირო დაცვის პატრულებმა სფაქსის ღია წყლებში არალეგალებით სავსე თევზსაჭერ ნავს შეჩერება სთხოვეს, მაგრამ, ნავზე მყოფმა ზოგიერთმა მიგრანტმა მათ მოლოტოვის კოქტეილი, ე.ი. აალებადი ბოთლები ესროლეს და წარმოქმნილი შეტაკების დროს მიგრანტთა ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 8 მათგანი დაიხრჩო.

მისივე განცხადებით, ნავზე მყოფი დანარჩენი 14 მოქალაქე გადაარჩინეს



მსგავსი ინფორმაციები