ავღანეთში მორატორიუმი გამოცხადდა

ყურბან ბაირამობის დღეებში სისხლი არ დაიღვრება

1035420
ავღანეთში მორატორიუმი გამოცხადდა

 

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ განაცხადა, რომ მათ თალიბანებთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.

ავღანეთის დამოუკიდებლობის 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მისალოც მესიჯში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყურბან ბაირამის დღეებში, თალიბანის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის დადგენილება მიიღეს.

განიმ ასევე აღნიშნა, რომ მორატორიუმის პირობები დღეს დაიწყება და მანამდის გაგრძელდება, სანამ თალიბანიც დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს.

თალიბანის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ყურბან ბაირამთან დაკავშირებით მათ ხელში მყოფ მძევლებს და პატიმრებს, მათ შორის ძალოვანებს, გაათავისუფლებენ და ამ პროცესს მომავალშიც გააგრძელებენ

ამ დროს ავღანეთიდან მიღებული ერთი სხვა ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კუნდუზის პროვინციაში, თალიბანების მიერ 100-ზე მეტი მგზავრი იქნა გატაცებული.

კუნდუზის პოლიციის უფროსის, საფიულლაჰ მაჰზენის განცხადებით, მგზავრების გათავისუფლების მიზნით რეგიონში ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო



მსგავსი ინფორმაციები