აქტუალური თემის ანალიზი 32

“როცა ვიგებ გერმანელი ვარ, ხოლო როცა ვაგებ-მიგრანტი“

1031206
აქტუალური თემის ანალიზი 32

 

ევროპაში, რასიზმი და ისლამოფობია დღითიდღე იზრდება. როგორც ჩანს, ევროკავშირის ძირითად და წამყვან სახელმწიფო გერმანიაში, შეიძლება ითქვას, რომ უკვე წარსულის ტენდენციებზე,  ნაციონალურ სოციალისტური იდეოლოგიით მოქმედებენ. ამის მკაფიო მაგალითი ამ ახლო ხანებში, კონკრეტულად კი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოხდა, როცა გერმანიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავის, თურქი წარმომავლობის მესუთ ოზილის მიმართ რასისტული და ისლამოფობიური ტალღა აგორდა და იგი იძულებული გახდა გერმანიის ეროვნული ნაკრები დაეტოვებინა. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ფონდის, SETA-ს თანამშრომლის ჯან აჯუნის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:     

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიპ ერდოღანის ბრიტანეთში ვიზიტის დროს მასთან ფოტოსურათები გადაიღეს მესუთ ოზილმა და უცხო კლუბებში მოთამაშე სხვა თურქმა ფეხბურთელებმა, რაც რუსეთში მუნდიალის დაწყებამდე მოხდა და ამან გერმანულ მედიაში, პოლიტიკაში და საზოგადოებაში სერიოზული კრიზისი გამოიწვია. ეს არ იყო თურქი ფეხბურთელის ერდოღანთან გადაღებული პირველი სურათი, რადგან, 2010 წლის აქეთ, თურქი პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტის დროს ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და ხშირად იღებდნენ ერთად სურათებსაც, მაგრამ, ოზილი არასოდეს არ ყოფილა რასისტული თავდასხმის მასიური სამიზნე.

წლევანდელი მუნდიალის წინ კი ისეთი რასისტული ქარიშხალი დაატეხეს თავს ოზილს, რომ გერმანიის ნაკრების ტექნიკურმა მწვრთნელმა, რეინჰარდ გრინდელმა ვეღარ გაუძლო ზეწოლებს და თურქ ფეხბურთელს გერმანიის საზოგადოების წინაშე ოფიციალური ბოდიშის მოხდა დაავალა ერდოღანთან გადაღებული სურათების გამო, რაც რა თქმა უნდა არ მიიღო ოზილმა და ამის გამო იგი რასისტული თავდასხმების და მუქარების სამიზნედ გადაიქცა.

ეს ტალღა კიდევ უფრო აზვირთდა მას შემდეგ, რაც გერმანია მუნდიალზე ჯგუფიდან ვერ გავიდა და მედიამაც და ფანებმაც ამაში მესუთ ოზილი დაადანაშაულეს რა, პასუხისმგებლობაც კი, არა ტექნიკურ მწვრთნელს, არამედ სწორედ მას დააკისრეს. თურქი ფეხბურთელი სანამ ერდოღანს შეხვდებოდა, მანამდის უმრეს ზიარებით, ე.ი. წმინდა მექას იმყოფებოდა და ამ ზიარების ფოტოსურათები გამოაქვეყნა რა სოციალურ ქსელში, მის მიმართ ისლამოფობიური თავდასხმებიც დაიწყო   

ოზილმა ჯერ თავიდან ითმინა რასისტული და ისლამოფიური თავდასხმებიც და მუქარებიც, მაგრამ, ბოლოს ყველას საპასუხოდ სოციალური ქსელით ინგლისურ ენაზე სამი ნაწილისგან შემდგარი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათლად აჩვენა გერმანიაში მიმდინარე ქსენოფობიური აღმასვლა. მან ყველანაირი შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა ერთი სიტყვითა ასე გამოხატა: “როცა ვიგებ გერმანელი ვარ, ხოლო როცა ვაგებ, მიგრანტი“. აი ამ სიტყვებით მესუთ ოზილი ფეხბურთის მუჰამედ ალი გახდა.

ამავე წერილში მან მკაცრად გააკრიტიკა გერმანია, განსაკუთრებით გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია და ამით გერმანიაში მცხოვრები თურქების და სხვა მუსლიმანების თუ უმცირესობების ხმა გახდა. ამ უკანასკნელებმა ოზილის მხარე დაიკავეს და სოციალურ მედიაში იგი გერმანიაში არსებული რასიზმისა და ისლამოფობიის წინააღმდეგ ხმის ამმაღლებელ გმირადაც კი გამოაცხადეს, რადგან, გერმანიის პარლამენტის თურქი დეპუტატები აქ მცხოვრები მუსლიმანების თუ სხვა უმცირესობების ჩაგვრა-შევიწროებაზე თვალს ხუჭავენ და მას არ აყენებენ დღის წესრიგში, რამეთუ ისინი უკვე გერმანიის მოქალაქეებს წარმოადგენენ და სულაც არ ანაღვლებთ მიგრანტების მდგომარეობა, არასდროს არ იცავენ მათ უფლებებს.  

გერმანიაში განვითარებული ქსენოფობიური მდგომარეობის  წინააღმდეგ და აქ მცხოვრები უმცირესობების უფლებების დასაცავად თურქეთსაც სჭირდება უფრო ეფექტური და აქტიური საგარეო პოლიტიკა, რათა მისადმი ნდობა გაიზარდოს. როცა ეს უმციროსებები დაინახავენ, რომ  მათ უკან თურქეთი, ან თუნდაც სხვა ქვეყანა დგას, ისინი გამამაცდებიან, წახალისდებიან და ხმას აიმაღლებენ რა რასიზმის და ისლამოფობიის წინაამდეგ, ახალ ახალი მესუთ ოზილები გამოჩნდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში მიგრანტები დაიჩაგრებიან, დამცირდებიან და ბოლოს ენასაც, სარწმუნოებასა დაკარგავენ რა, ასიმილირდებიან ევროპულ ხალხში, წერს  თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ფონდის, SETA-ს თანამშრომელი ჯან აჯუნი  



მსგავსი ინფორმაციები